logo_geo
eng_logo
გრიგორი კარასინის პრესსამსახური: ზურაბ აბაშიძესთან პირისპირ შეხვედრა 2022 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება
- +

24 ნოემბერი. 2021. 20:03

 

 

რუსეთის ფედერაციის საერთშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ - მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძე შეთანხმდნენ, რომ მათი მომდევნო შეხვედრა 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართოს.

 

ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ კარასინის პრესსამსახურში მას შემდეგ განუცხადეს, რაც მათ შორის დღეს მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

 

„მიღწეულია შეთანხმება 2022 წლის გაზაფხულზე გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძეს შორის პირისპირ ფორმატში შეხვედრის თაობაზე, თუკი ამის საშუალებას მოგვცემს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner