პარლამენტის წევრმა, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ მათ საჭიროებებს.
„მოქალაქეებზე ზრუნვას ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ“, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.