logo_geo
eng_logo
იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზი ბერმუდას სასამართლოს განმარტებასთან დაკავშირებით
- +

24 ნოემბერი. 2021. 22:22

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბერმუდას უზენაესი სასამართლო განიხილავს სამოქალაქო საქმეს, რომელშიც მოსარჩელეებს წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული პირები, ხოლო მოპასუხეა „კრედიტ სუისს ლაიფი“, შვეიცარიული საბანკო ჯგუფის, „კრედიტ სუისს“-ის სტრუქტურული ერთეული. მოსარჩელეთა ინტერესს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, იცავს იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“.

 

აღნიშნული საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში მოხვედრის თაობაზე, 2021 წლის 20 ნოემბერს, თავის ინტერვიუში ფირმის უფროსმა პარტნიორმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა: „სასამართლოს წესებით, პროცესის მიმდინარეობისას, ფოტო და ვიდეო გადაღება იყო და არის აკრძალული... ფოტო და ვიდეო გადაღებაზე არსებული შეზღუდვის დარღვევა არის ჩვენი შესწავლის საგანი“.

 

იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პარტნიორის, სანდრო სამადბეგიშვილის განცხადებით, საკითხის შესახებ, ბერმუდას სასამართლოს უმაღლესმა მოსამართლემ საგულისხმო მითითება გააკეთა. კერძოდ, მოსამართლის განკარგულებით, სასამართლოს აპარატს დაევალა, მოხდეს დაკავშირება კონკრეტულ ქართულ ტელევიზიასთან და სხვა მედია საშუალებებთან და მათ მოეთხოვოთ:

 

ყველა პლატფორმიდან (მათ შორის, სოციალური ქსელებიდან) წაშალონ სიუჟეტები და სტატიები, რომლებიც შეიცავენ სასამართლო პროცესის ჩანაწერს;

მიაწოდონ სასამართლოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გზით მოიპოვეს სხდომის ჩანაწერები.

ამასთან, ბერმუდას მიღმა მყოფ ნებისმიერ სხვა არაავტორიზებულ პირს შეეზღუდება წვდომა სასამართლო პროცესზე დაკვირვებასა და დასწრებასთან მიმართებით.

 

ფირმის პარტნიორის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ბ-ნი ივანიშვილი წარმოადგენს დაზარალებულ მხარეს, რომელიც წარმატებით ამტკიცებს მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. მოსარჩელე მხარე აცნობიერებს, რომ მიმდინარე დავა წარმოადგენს საჯარო ინტერესს და მზად არის, კანონისა და პროცესუალური ნორმების დაცვით, ქართული საზოგადოება ამყოფოს ინფორმირებული საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, საჭირო ძალისხმევა იქნება მიმართული იმისკენ, რათა არ მოხდეს საკითხთა არასწორი, დამახინჯებული ფორმით წარმოჩენა და სამართლებრივი პროცესის გამოყენება არასათანადო მიზნებისთვის.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner