logo_geo
eng_logo
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: შეშფოთებული ვართ უსაფრთხოების ცრუ განცდით ბევრ ქვეყანასა და საზოგადოებაში
- +

24 ნოემბერი. 2021. 22:51

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი თედროს ადანომ გებრეიესუსი შეშფოთებულია იმით, რომ კოვიდ-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები „უსაფრთხოების ცრუ განცდას“ თესავს.

 

„ჩვენ შეშფოთებული ვართ უსაფრთხოების ცრუ განცდით ბევრ ქვეყანასა და საზოგადოებაში.

ვაქცინები შველიან სიცოცხლეს, მაგრამ ისინი ბოლომდე ვერ აღკვეთენ ვირუსის გადაცემას“, - განაცხადა გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

 

მისივე ინფორმაციით, კოვიდ პანდემიის ეპიცენტრად კვლავაც ევროპა რჩება. თუმცა, არც ერთი ქვეყანა არ არის საფრთხის მიღმა. ამასთან დაკავშირებით, ჯანმო-ს ხელმძღვანელი ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, განაგრძონ ყოვლისმომცველი ზომების გატარება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ამ ზომებს შორის, არის ნიღბების ტარება და ფიზიკური დისტანცირება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner