პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ადვოკატების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და ამ მიმართულებით კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი.