logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა
- +

24 ნოემბერი. 2021. 23:28

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.

 

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ადვოკატების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და ამ მიმართულებით კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner