logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: ადრე თუ გვიან, ალბათ, ვაქცინაციის პროცესში ვალდებულების კომპონტენტის დამატებაზე ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს
- +

25 ნოემბერი. 2021. 00:18

 

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რამდენ ხანს გვაძლევს კორონავირუსი გადატანის შემდეგ ბუნებრივ იმუნიტეტს, დამცველობითი ძალა არის 6 თვე“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

„ის კვლევები, რომელიც დღეს არის ჩატარებული კორონავირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ, დამცველობითი ძალები კლებულობს და რეინფიცირების რისკი მატულობს. 6-თვიანი პერიოდი უნდა იყოს საქართველოში გამოყენებული. პოზიცია მკაფიოდ იყო დაფიქსირებული 6-თვიან ვადასთან დაკავშირებით. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს 1-წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია უვადოზე საუბარი, ეს მგონი რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო. კორონავირუსი ამ დაავადებისგან ძალიან განსხვავდება. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრიულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

ამასთან, მან ზოგიერთ ჯგუფებზე შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციაზეც ისაუბრა.

 

„“მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება არა 15 ნოემბერს, არამედ 1 -ელ ნოემბერს რომ შემოგვეღო, ესეც შესაძლებელი იყო. ადრე თუ გვიან, ალბათ, ვაქცინაციის პროცესში ვალდებულების კომპონტენტის დამატებაზე ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს. ეს არაპოპულარული გზაა, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა წავიდა ამ გზით. შერჩეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, თუნდაც სამედიცინო პერსონალი, ყველაზე მარტივი და ლოგიკური ნაბიჯია. არ მინდა მე იმ ექიმთან მივიდე, რომელიც არ არის ვაქცინირებული. არ მინდა მივიდე კუჭის ტკივილით და წამოვიდე კორონავირუსით ინფიცირებული“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner