logo_geo
eng_logo
“მიშა სანდრას ვერ ითანხმებს”
- +

31 ივლისი. 2016. 03:40



გაზეთი „პრაიმტაიმი" „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას დაპირისპირებაა განხილული. როგორც „პრაიმტაიმი" იუწყება, ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა მეუღლე პოლიტიკაში აქტიურად ჩართვაზე ვერ დაითანხმა, რადგან ყოფილ პირველ ლედის თავისი პირობები აქვს.



„ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილისა და ბოკერიას დაპირისპირებაში შეიძლება ითქვას, რომ ბოკერიამ გაიმარჯვა. სხვებისგან განსხვავებით, ის არ დაეთანხმა სანდრა რულოვსის ნაციონალების პირველ ნომრად ჩაწერას. ამ პოზიციაზე მან დავით ბაქრაძე დაალობირა.

 

სააკაშვილის და ბოკერიას გუნდებს შორის ღია დაპირისპირება სოციალურ ქსელშიც იჩენს ხოლმე თავს. ერთ-ერთი ბოლო წაკინკლავება მათ ყრილობასთან დაკავშირებით მოუვიდათ.

 

სააკაშვილმა ყრილობის ადგილად დიდგორი დააანონსა, რასაც გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. ბოკერიას გუნდმა სააკაშვილის მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის" აგრესიულ ნაწილადაც კი მონათლა.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ სააკაშვილსა და ბოკერიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდეს.

 

როგორც ჩანს, სააკაშვილს რთული პერიოდი მხოლოდ პოლიტიკაში არ აქვს.  მას სანდრა რულოვსთანაც დაეძაბა ურთიერთობა, რომელსაც პოლიტიკაში აქტიურად ჩართვაზე ვერ ითანხმებს. ყოფილ პირველ ლედის თავისი პირობები აქვს.

 

ნაციონალების პარტიული კულისებიდან ცნობილი ხდება, რომ მიშა სანდრას ვერ ითანხმებს. ერთია, რომ ბოკერიაა წინააღმდეგი და მეორეა, რომ სანდრას თავისი პირობები აქვს. ეს პირობები კი იმ ქალებს ეხება, ვისაც ყვითელ პრესაში ხშირად პრეზიდენტის ფავორიტ ქალებად მოიხსენიებდნენ.

 

სააკაშვილს მათი სიაში ჩასმა ან მაჟორიტარად წარდგენა სურს. თუმცა უკვე ზუსტად იცის, რომ თუ ასეთ რისკზე წავა, პოლიტიკაში სანდრას მხარდაჭერას დაკარგავს.

 

სანდრა ელენე ხოშტარიას კი დაჰყვება მოსახლეობასთან შეხვედრებზე, მაგრამ ის სოფო ნიჟარაძეს ან ვერა ქობალიას გვერდით გამოჩენას არ დასთანხმდება. ნაციონალების თქმით, სააკაშვილმა ეს კარგად იცის.

 

სანდრა არასდროს მონაწილეობდა ისეთ პროექტებში, სადაც მის გვერდით კი არა, მის სიახლოვეს პრეზიდენტის ფავორიტად მონათლული რომელიმე დივა შეიძლებოდა გამოჩენილიყო.

 

ამასთანავე, სანდრას არც ის უნდა ეპიტნავებოდეს, რომ სანამ მისი მეუღლე მასთან პოლიტიკურ თემებზე გადის კონსულტაციებს და პოლიტიკაში დახმარებას მეუღლეს სთხოვს, სხვებთან ერთად ერთობა.

 

მოკლედ, მიშას ფავორიტი ქალების თემა ყოველთვის გამაღიზიანებლად მოქმედებდა სანდრაზე", - წერს „პრაიმტაიმი".




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner