logo_geo
eng_logo
ვიქტორ უკოლოვი: სააკაშვილმა უპატივცემულობა გამოიჩინა სახელმწიფო საზღვრის მიმართ
- +

25 ნოემბერი. 2021. 00:45

 

„უკრაინაში საზღვრის უკანონო კვეთა ადმინისტრაციული დანაშაულია, ამისთვის ჯარიმა არსებობს, მაგრამ სააკაშვილმა უპატივცემულობა გამოიჩინა სახელმწიფო საზღვრის მიმართ“, - ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ვიქტორ უკოლოვმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, 2017 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთა მოხდა, მესაზღვრეებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს, რომ ცეცხლი არ გაუხსნენ.

 

„სააკაშვილმა არ გამოხატა პატივისცემა საზღვრის დამცველების მიმართ. ზოგიერთი ვეტერანი იყო დონბასის ომისა და მას ეს არ აპატიეს. რამდენად თავხედურად მოქმედებდა, თავის მომხრეებთან ერთად, რომელიც დაფინანსებული იყო იანუკოვიჩის ფულით, გაარღვია სასაზღვრო ზოლი. მე მაღალ შეფასებას ვაძლევ ჩვენი საზღვრის დამცველების პროფესიონალიზმს, რომ ცეცხლი არ გაუხსნეს ამ ადამიანებს და თავშეკავება გამოიჩინეს“, - განაცხადა ვიქტორ უკოლოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner