logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საზოგადოებას სურდა დემოკრატიული მმართველობა და მიიღო ავტოკრატიული - სურდა ევროპული გზა, მაგრამ მიიღო რუსული
- +

25 ნოემბერი. 2021. 00:59

 

 

„მათი ყველა მოთხოვნა არის იმ გეგმის ნაწილი, რაც სადღაც დაიგეგმა. ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ ამისკენ მიბიძგებს თვითონ სააკაშვილის ფსიქოტიპი: ის არის მშიშარა და ვერ დაგეგმავდა აქ ჩამოსვლას. თქვენ ალბათ გახსოვს მისი სახე დაკავებისას, რაც, ჩემი აზრით, ამ სცენარის ნაწილი იყო - ის იყო საკმაოდ არაემოციური, აუღელვებელი, რადგან იმ სცენარით მიდიოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვერც სააკაშვილმა და ვერც ამ გეგმის ძირითადმა ავტორებმა ვერ გათვალეს ის, რომ დღეს საქართველოს ძლიერი ხელისუფლება ჰყავს.

 

„როდესაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილი ე.წ. ვარდების რევოლუციის შემოქმედი იყო, უნდა ვაღიარო, რომ ეს მაშინ იყო საზოგადოების დაკვეთა და შედგა კიდეც. მაგრამ მიიღო თუ არა საზოგადოებამ ის, რაც ბოლომდე სურდა. მას სურდა დემოკრატიული მმართველობა და მიიღო ავტოკრატიული. მას სურდა ევროპული გზა, მაგრამ მიიღო რუსული. ალბათ გახსოვთ, ბორის ივანოვის მყისიერი სტუმრობა. პრაქტიკულად ეს იყო წარმოსახვითი დემოკრატია ხალხის ემოციებზე დაყრდნობით და საბოლოოდ, საზოგადოება აღმოჩნდა მოტყუებული. ამ სქემით იარა საააკაშვილმა უკრაინაშიც რეფორმატორის იმიჯით“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner