„სააკაშვილი უკვე აღარავის სჭირდება. პრაქტიკულად, დიდ პოლიტიკაში ის დანამატივით არის“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის კარგად ამოცნობადია მიხეილ სააკაშვილის გეგმა.
„სააკაშვილი მოცილების გეგმაც კი იყო ის, რომ ის გამოუშვეს საქართველოში. ალბათ, ამ დაგეგმარებაში იყო ჭკვიანური გათვლაც, რადგან იცოდნენ, რომ მას საქართველოში ჩასვამდნენ ციხეში. მას ამის ყველანაირი წინაპირობა ჰქონდა სამართლებრივი და ის ასე იოლად თავს ვერ დაიხსნიდა, თუმცა მას ამის მოლოდინი ჰქონდა. თუ დავუკვირდებით სააკაშვილის განცხადებები ხშირად არის მინიშნებითი, თითქოს საყვედურს აჟღერებს. რაც შეეხება საკითხს, მოსალოდნელია თუ არა, რევოლუცია, ეს უკვე ჩანს საზოგადოების აქტიურობით ქუჩაში. ეს აქტიურობა იმიტომ არ არის, რომ საზოგადოებისთვის კარგად ამოცნობადია მიხეილ სააკაშვილის გეგმა, ის გატესტილია საქართველოში და ის გაიტესტა უკრაინაში. ის არის დანამატი დიდ პოლიტიკაში, ამიტომ ის უკვე პრაქტიკულად აღარავის უნდა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.