logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ადამიანი იმით ფასდება, რა გააკეთა წარსულში და რისი გაკეთება შეუძლია მომავალში
- +

31 ივლისი. 2016. 03:41



ფრაქცია,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე  გიორგი ვოლსკი გაზეთ „კვირის პალიტრასთან"  ინტერვიუში შევარდნაძის დროინდელ კადრებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველამ გამოიარა შევარდნაძის მმართველობის რაღაც  ეტაპი  მაინც:


„კობა ნარჩემაშვილი სააკაშვილის გუნდს დაუპირისპირდა, რის გამოც ცოტა ხნით დაკავებულიც კი იყო. პარადოქსია, რომ შევარდნაძის კადრების რეინკარნაციაზე ლაპარაკობს დათო ბაქრაძე, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების აქტიური წევრი იყო. არაფერს ვამბობ რომან გოცირიძესა და „ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებზე, რომლებიც შევარდნაძის ხელისუფლებაში მინისტრის პორტფელსაც იკავებდნენ", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.


პარლამენტრი აქვე აღნიშნავს, რომ თვითონაც იკავებდა მაღალ თანამდებობას შევარდნაძის მმართველობისას:

„ამ ქვეყანაში ყველამ ცხოვრების რაღაც ეტაპი გამოიარა, მეც შევარდნაძის მმართველობისას მაღალ დიპლომატიურ თანამდებობებზე ვმუშაობდი. ადამიანი იმით ფასდება, რა გააკეთა წარსულში და რისი გაკეთება შეუძლია მომავალში", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner