საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ინაშვილი თინა ხიდაშელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„თინიკო გამყალბებლოვამ ბოლოს და ბოლოს სკამის გარეშე დატოვა თანამდებობა, თუ სკამიანად?! „წარმატებული“ იყო აშკარად. ნატოში ხომ მიგვიღეს-მიგვიღეს! ვიზალიბერალიზაცია ხომ მოგვეცა-მოგვეცა! ვექტორი ხომ მყარად ეჭირა ხელში-ეჭირა! და ეს ყველაფერი მხოლოდ გამყალბებლოვას წყალობით! ზაქარეიშვილმა მოასწრო საგარეჯოელ ფერმერებთან შეხვედრა?! ლეო კარგადაა, სტუკაჩოვი, ახლა რომელ ხვრელს ავსებს?! დათუნა კომუნისტინი ეგუება ფაქტს, რომ მისი პარტიის რეიტინგი (თვით NDI-ის კვლევებით) 0,96%-ია?! მეორე სტუკაჩოვი პირველ სტუკაჩოვს ხვრელის შევსებაში არ ეხმარება?! გიგლა აგულაშვილ-ლესორუბოვი, აბა, კი გადახტა „ოცნებაში“ და უშველა თავს. იმედი მაქვს, ყანდაურა-ბადიაურში თავს დაანებებს მეზობლების დაშინებას. ვაჰ, დრონი, დრონი“, - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.