logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: მოხარული ვარ, გავიგო, რომ სააკაშვილის გამოჯანმრთელება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, ეს არის ფუნდამენტური
- +

25 ნოემბერი. 2021. 12:29

 

 

მივესალმები რამდენიმე დღის წინ გადადგმულ ნაბიჯებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, მოხარული ვარ, გავიგო, რომ მისი გამოჯანმრთელება, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, ეს არის ფუნდამენტური, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ის თვალს ადევნებს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

 

ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულდა. ჩვენ კვლავ ვადევნებთ თვალს სიტუაციას მის ფუნდამენტურ უფლებებთან, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლებისა და ღირსების უფლებასთან დაკავშირებით, ასევე სათანადო სამართლებრივ პროცესს, სადაც აღვნიშნე მოსაზრება სასამართლო პროცესებზე მის დასწრებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ვიმედოვნებ, რომ ამჟამინდელი იმპულსი, რომელიც ვიხილეთ ამ მოვლენებთან დაკავშირებით, იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის, იფიქრონ, როგორ უზრუნველყონ ამ იმპულსის შენარჩუნება სწორი მიმართულებით წინსვლისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner