logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
- +

25 ნოემბერი. 2021. 12:49

 

 

 

„კვლევის მიხედვით საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი მიეკუთვნება „ელექტორალური დემოკრატიის“ ქვეყნების ჯგუფს“, - ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ეხმიანება საერთაშორისო კვლევითი ცენტრის „დემოკრატიის ვარიაციები“ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმად საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები: გამოხატვის თავისუფლება; თავისუფლება წამებისგან.

 

ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი კარგი რეიტინგით მოხდა საქართველოს მიწვევა დემოკრატიის სამიტზე და ის პათოსი, თითქოს ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის სრულად ქარწყლდება.

 

„პროგრესი, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა დემოკრატიზაციის კუთხით, კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება. ეს კვლევა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მას აქვეყნებს დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი მსოფლიოში, ორგანიზაცია „დემოკრატიის ვარიაციები“, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები“ ეფუძნება. ნიშანდობლივია, რომ საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი (2010-2020 წ.წ.) გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ქვეყანას განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს დემოკრატიზაციის შეფასების ორივე წამყვანი მახასიათებელი, - თავისუფლება წამებისგან (freedom from torture) და გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression).

 

კვლევის მიხედვით საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი მიეკუთვნება „ელექტორალური დემოკრატიის“ ქვეყნების ჯგუფს. საქართველოს გარდა ყველა მისი მეზობელი ქვეყანა ავტოკრატიული რეჟიმების სხვადასხვა ვარიაციების სტატუსით, კერძოდ, ელექტორალური და დახურული ავტოკრატიით კლასიფიცირდება. ეს თანაბრად ეხება თურქეთსაც, სომხეთსაც, აზერბაიჯანს, ირანს, რუსეთსაც და ყაზახეთსაც. საქართველოს ჯგუფში გადიან აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქვეყნები როგორებიცაა ლიტვა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და უნგრეთი. დიდწილად სწორედ ამ კარგი რეიტინგების გამო მოხდა საქართველოს მიწვევა 2 დეკემბერს დემოკრატიის სამიტზე, აშშ ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ და ვფიქრობ, წერტილიც დაესვა სპეკულაციებს, რომ საქართველო ამერიკის და ევროპის ორბიტაზე აღარ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიული ქვეყანა ვართ. ეს ფაქტებიც აჩვენებს, თუ რამდენად არის აცდენილი ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი და პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ აცდენილი რეალობას, როდესაც მათივე მხარდაჭერილი პარტიული მედიით ხელაღებით მიდის მტკიცება თითქოს ქვეყანა ავტორიტარიზმისაკენ და ავტოკრატიისაკენ იყოს გადახრილი“, - წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner