logo_geo
eng_logo
მიხაელ გალერი: ყველა გადაწყვეტილება სააკაშვილზე არის საქართველოში შესაბამისი სტრუქტურების მისაღები და ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის
- +

25 ნოემბერი. 2021. 12:59

 

„არამარტო მე, არამედ ყველა ჩემმა კოლეგამ მიმართა სააკაშვილს რეკომენდაციით, რომ არ წასულიყო თბილისში, რადგან მას დააკავებდნენ. ის ახლა იხდის სასჯელს, რომელიც დაუსწრებლად შეეფარდა,“- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისივე თქმით, საბედნიეროდ, მან შეწყვიტა შიმშილობა, რაც მისასალმებელია.

 

„მე მესმის, როდესაც ვთქვათ, ოჯახი ამბობს, რომ ის უნდა გაათავისუფლონ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია მართლმსაჯულების აღსრულება, კანონის უზენაესობა. არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შერჩევითი სამართალი. მაგრამ ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, დავიწყოთ მოთხოვნა, რომ სააკაშვილი გაათავისუფლონ, მაგრამ ასევე მეორე მხრივ, შეიძლება პოლიტიკური საკითხიც გახდეს: მაგალითად, ის არის არასასურველი უცხოელი, მისი გაძევება უნდა მოხდეს და ქვეყანაში ხელახლა შემოსვლაზე უარი ეთქვას - ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ყველა გადაწყვეტილება სააკაშვილზე არის საქართველოში შესაბამისი სტრუქტურების მისაღები და ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. დღევანდელი მდგომარეობა მისი პარტიასაც აფერხებს არსებით საკითხებში. ეს არც ოპოზიციისთვის არის კარგი და არც ქვეყნისთვის“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner