logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: მსოფლიოში დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრის „დემოკრატიის ვარიაციების“ მონაცემებით, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულშია
- +

25 ნოემბერი. 2021. 13:18

 

 

„კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, „ელექტორალური დემოკრატიის“ ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ „დემოკრატიის ვარიაციების“ კვლევის შედეგების გამოქვეყნებას.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, კვლევის მიხედვით, საქართველოს გაუმჯობესებული აქვს - გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression); და თავისუფლება წამებისგან (freedom from torture) მაჩვენებლები.

 

„მსოფლიოში დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრის, ორგანიზაცია „დემოკრატიის ვარიაციების“ მონაცემებით საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულშია. საქართველო ხელშესახები შედეგებით ლიდერობს შემდეგი მაჩვენებლებით: - გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression); - თავისუფლება წამებისგან (freedom from torture); კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, „ელექტორალური დემოკრატიის“ ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. წარმატებები საქართველოს“, - წერს თამთა  მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner