„კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, „ელექტორალური დემოკრატიის“ ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ „დემოკრატიის ვარიაციების“ კვლევის შედეგების გამოქვეყნებას.
როგორც მეგრელიშვილი წერს, კვლევის მიხედვით, საქართველოს გაუმჯობესებული აქვს - გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression); და თავისუფლება წამებისგან (freedom from torture) მაჩვენებლები.
„მსოფლიოში დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრის, ორგანიზაცია „დემოკრატიის ვარიაციების“ მონაცემებით საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულშია. საქართველო ხელშესახები შედეგებით ლიდერობს შემდეგი მაჩვენებლებით: - გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression); - თავისუფლება წამებისგან (freedom from torture); კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, „ელექტორალური დემოკრატიის“ ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. წარმატებები საქართველოს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი facebook-ზე.