logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
- +

25 ნოემბერი. 2021. 13:44

 

 

 

„დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია. ეს ალბათ ცივზე ცივი შხაპი იქნება იმ სპეკულაციების ავტორებისთვის, პირზე დუჟმორეული რომ გაკივიან საქართველო ამერიკის და ევროპის ორბიტაზე არ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიულო ქვეყანააო“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრის „დემოკრატიის ვარიაციები“ კვლევას, რომლის თანახმად, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression); თავისუფლება წამებისგან (freedom from torture) მაჩვენებლები.

 

„დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია. საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი (2010-2020 წწ) გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს: - freedom from torture (თავისუფლება წამებისგან) - freedom of expression (გამოხატვის თავისუფლება) კვლევას აქვეყნებს დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი მსოფლიოში ორგანიზაცია „დემოკრატიის ვარიაციები“, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები“ ეფუძნება.

 

კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი მიეკუთვნება „ელექტორალური დემოკრატიის“ ქვეყნების ჯგუფს. საქართველოს გარდა ყველა მისი მეზობელი ქვეყანა ავტოკრატიული რეჟიმების სხვადასხვა ვარიაციების სტატუსით არის კლასიფიცირებული. ეს ალბათ ცივზე ცივი შხაპი იქნება იმ სპეკულაციების ავტორებისთვის, პირზე დუჟმორეული რომ გაკივიან საქართველო ამერიკის და ევროპის ორბიტაზე არ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიულო ქვეყანააო“, - წერს ექსპერტი საკუთარ facebook-ზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner