ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი მიხეილ სააკაშვილს წერილს ეხმიანება, რომელიც მან 24 ნოემბერს, გორის ჰოსპიტლიდან გამოგზავნა.
„სააკაშვილის ბოლო უსტარიდან: „შეგახსენებთ, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში“.
დაეწყო უკვე… ცოტა ხანში თავბედს დაიწყევლის, საჯაროდ რომ აქ ჩამოპარვა განიზრახა (არასაჯაროდ ისედაც „შვრება“ ამას ალბათ).
მერე ტირილს დაიწყებს, მოუწოდებს ყველას: ამერიკას, ევროპას, ეკლესიას, უკრაინას და „ვაბშე“ ყველას, რომ აქედან წაიყვანონ. იტყვის, რომ მზადაა, ნებისმიერ აღიარებას, ნებისმიერი შეწყალების თხოვნას მოაწეროს ხელი. მოიხდის ათას ბოდიშს და დაღვრის ტონა ცრემლებს.
და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში ჩაბუდებულ ბოროტ ჭინკას არ შეუძლია გამოკეტილი ყოფნა. ბორგავს, იკრუნჩხება ის ჭინკა და ამ საცოდავსაც აგიჟებს. აგიჟებს რა... გააგიჟა უკვე!“- წერს შალვა რამიშვილი.