ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ვაჟი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც დეტალურად იხსენებს იმ მოვლენებს, როგორ იძალადა მამამისზე და მის ოჯახზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა.
„ადამიანის წამებას, საკუთრების უფლების და სიცოცხლის უფლების შელახვას შეცდომად, რომ მიიჩნევთ და არა დანაშაულად, რომლის „შემოქმედმა“ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, პრეტენზია საქართველოს ნათელ მომავალზე ნუ გექნებათ“, - წერს ბესო ხარძიანი და ვიდეოს აქვეყნებს.