logo_geo
eng_logo
თურქეთში ძალოვანებს NATO -ს ბაზა „ინჯირლიკი“ აქვთ დაბლოკილი
- +

31 ივლისი. 2016. 11:38



თურქეთში ძალოვანებს NATO-ს ბაზა „ინჯირლიკი" აქვთ დაბლოკილი, სადაც უსაფრთხოების ზომების შემოწმება მიმდინარეობს. ამის შესახებ, Hurriyet იუწყება.


გამოცემის ინფორმაციით, ბაზის ირგვლივ შვიდი ათასი ძალოვანი იმყოფება. აღნიშნული ზომების მიღება აუცილებელი გახდა გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმადაც ბაზასთან ახლომდებარე ქალაქ ადანში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა.


თურქეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბაზაზე მხოლოდ უსაფრთხოების შემოწმება მზადდება.


„ინჯირლიკის" ბაზა, ერთდროულად, თურქი და ამერიკელი სამხედროების მიერ გამოიყენება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner