logo_geo
eng_logo
იუსტიციის მინისტრის მოადგილე: „დემოკრატიის ვარიაციების“ კვლევის ინდიკატორები იმ რეფორმების ლოგიკური შედეგია, რომლებიც ქვეყანაში ბოლო წლებში განხორციელდა
- +

25 ნოემბერი. 2021. 14:47

 

 

საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი (2010-2020 წწ.) გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

 

საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზეა საუბარი ანგარიშში, რომელიც ავტორიტეტულმა კვლევითმა ცენტრმა „დემოკრატიის ვარიაციებმა“ გამოაქვეყნა.

 

„დემოკრატიის ვარიაციების“ კვლევა დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა შეაფასა.

 

მისი თქმით, საქართველოს პროგრესი ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგია.

 

„ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევის მიერ გამოქვეყნდა მორიგი ანგარიში, რომელშიც საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესზე. ანგარიშში მიმოხილულია ის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც საქართველოში განხორციელდა, მათ შორის, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის კუთხით. ეს შეეხება წამებისაგან თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, სხვა ფუნდამენტური უფლებების ძალიან მაღალი დაცვის სტანდარტის დამკვიდრებას.

 

მნიშვნელოვანია, რომ კვლევის ინდიკატორები წარმოადგენს ლოგიკურ შედეგს იმ რეფორმებისა, რაც ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელდა. ასევე საგულისხმოა, რომ არა მარტო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, არამედ ამ რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებათაც“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

 

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მუშაობა ამ საკითხებზე გაგრძელდება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, კვლავ მიაღწიოს წარმატებას საერთაშორისო რეიტინგებში.

 

„დემოკრატიის ვარიაციების“ კვლევა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პროექტებს შორის, რასაც მსოფლიო ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები“ ეფუძნება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner