„საკითხები, რომლებიც რადიკალიზაციას არ იწვევს, უინტერესოა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ამიტომ ახლა ვადამდელი არჩევნები მოიფიქრეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ახალ დირექტივებზე გააკეთა.
„ეს საკითხი დღის წესრიგიდან ნელ-ნელა ქრება და ამიტომ, ცდილობენ, ხელოვნურად, როგორმე ისეთი საკითხი ჩასვან დღის წესრიგში, რომელიც მათი აზრით, რადიკალიზაციის მცდელობას მაინც გამოიწვევს. ბუნებრივია, ეს ასე არ მოხდება.
საკითხები, რომლებიც რადიკალიზაციას არ იწვევს, უინტერესოა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ამიტომ ახლა ვადამდელი არჩევნები მოიფიქრეს, რომელსაც მათივე მომხრეებიც კი არ ეთანხმებიან, რადგან აგრძელებენ საკრებულოებში მუშაობას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.