თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს.
როგორც გამოცემა „დოიჩე ველე" წერს, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Frankfurter Allgemeine Zeitungმიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვიღებთ ათასობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და განცხადებებს ტვიტერში, სადაც ნათქვამია -„ თუ სიკვდილით დასჯას კვლავ არ შემოიღებთ, თქვენს პარტიას მხარს აღარ დავუჭერთ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისივე მოსაზრებით, ევროკავშირს „არა აქვს უფლება" ამ საკითხში ანკარას „ჭკუას ასწავლიდეს"