logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: ტურისტულმა სექტორმა დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს და მათ თხოვნებს ითვალისწინებს
- +

25 ნოემბერი. 2021. 16:14

 

 

 

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განთავსების ობიექტების, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციების, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

 

შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ის გარემოება, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს და მათ თხოვნებს ითვალისწინებს.

 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან მთავრობის უკუკავშირი ეფექტურია.

 

„მოხარული ვარ, რომ კერძო სექტორმა დადებითად შეაფასა საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს და ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტები შემსუბუქდა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის უსაფრთხოდ განვითარებას და აღდგენას და გააძლიერებს კერძო სექტორს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების გავლენაზე ადგილობრივი ტურისტული სექტორის საქმიანობაზე და აღნიშნული კონცეფციის აღსრულების შესაძლო მექანიზმებზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით შეხვედრები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან გაგრძელდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner