logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე „ნაცმოძრაობის“ 3 წევრი დაიბარეს
- +

25 ნოემბერი. 2021. 16:16

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან პარტიის წარმომადგენლები გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

„ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის I ნაწილით.

 

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხნენ გარდაცვლილი ოჯახის წევრები, რომლების ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.

 

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან: გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი“, - განმარტავენ უწყებაში.

 

ბათუმის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ხელახალი არჩევნები ჩატარდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner