„ისეთი უტიფრები არიან, ისევ მოიწევენ ხელისუფლებაში. ეს გია ბარამიძე ჰაჩიკოსავით რომ ელოდებოდა სააკაშვილს, საბოლოოდ ჯამში, მგონი, ძეგლად გადაიქცევა. სულ მარტო დატოვეს ნაცების ოფისში, ძაღლად არავინ აგდებდა და ყველა დანარჩენი შუქდებოდა მაგის შიმშილობის გარდა“, - განაცხადა ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში სტუმრობისას.
ცნობისთვის: „ჰაჩიკო“ (იაპონურიდან ითარგმნება, როგორც ერთგული ძაღლი) იყო ძაღლი, რომლის ერთგულებაზეც ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს და მისი ძეგლიც დადგეს იაპონიაში.