logo_geo
eng_logo
თბილისის ზოოპარკში ირმის ნუკრი დაიბადა
- +

31 ივლისი. 2016. 11:42



თბილისის ზოოპარკს კიდევ ახალი ბინადარი ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ ზოოპარკში ირმის ნუკრი დაიბადა. როგორც „სითი კვირას" თბილისის ზოოპარკში განუცხადეს, მათთვის ეს განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან თბილისის ზოოპარკი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად (GIZ) კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტშია ჩართული.​



ცოტა ხნის წინ კეთილშობილ ირმებს, ყვიყვსა და ლეილას გოგო შეეძინათ. ლამაზია და თვალებმაყვალა. ნავის ნიჩბებივით ფარფალა ყურები თითქოს დამატებით სიმსუბუქეს სძენს ისედაც მოხდენილსა და ნარნარას. დამოუკიდებელია, სულ დედას არ დასდევს კუდში. თავისთვისაა, წყნარა და მშვიდ. ერთი გრილი ადგილი აქვს ამოჩემებული ვოლიერში და დღის ცხელ მონაკვეთს ძირითადად იქ ატარებს", - აცხადებენ ზოოპარკში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner