logo_geo
eng_logo
ევროპა ბავშვების ვაქცინაციას იწყებს - წამლების სააგენტომ 5-11 ასაკობრივი ჯგუფისთვის „ფაიზერის“ რეკომენდაცია გასცა
- +

25 ნოემბერი. 2021. 18:32

 

 

ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) გასცა ნებართვა, „ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებს გაუკეთონ,  - ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

EMA-ს რეკომენდაციით, „ფაიზერი“, რომლის ნებართვაც, 12-დან 17 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის მაისში გაიცა, უნდა გაკეთდეს ინექციის სახით მკლავის ზედა ნაწილში, ორ 10 მიკროგრამიან დოზად, 3 კვირის შუალედით. ზრდასრული ადამიანის დოზები 30 მიკროგრამია.

 

სააგენტომ გადაწყვეტილება ევროპაში შექმნილი რთული მდგომარეობის პარალელურად მიიღო. გერმანიასა და ნიდერლანდებში ინფიცირებულთა უმეტესობა, ამჟამად, ბავშვია.

 

„ფაიზერის“ ვაქცინა, კლინიკური ცდების მიხედვით, ამ ასაკობრივ კატეგორიაში 90.7- პროცენტიან ეფექტიანობას აჩვენებს.

 

5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით  საბოლოო გადაწყვეტილება ევროკომისიამ უნდა მიიღოს. „როიტერსი“ წერს, რომ გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ გახდება, თუმცა, ქვეყნები ბავშვების აცრას მომდევნო თვემდე ვერ დაიწყებენ. „ფაიზერის“ პირველი პედიატრიული დოზები 20 დეკემბერს გამოჩნდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner