logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: ვმუშაობთ იმისათვის, რომ პუტინს მკაფიოდ ავუხსნათ, რომ უკრაინაზე ახალი თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდება
- +

25 ნოემბერი. 2021. 18:37

 

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ოფიციალურ მოსკოვს აფრთხილებს, რომ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდება.

 

„ჩვენ არ ვცდილობთ გამოვიცნოთ, რა უდევს პუტინს თავში. ვმუშაობთ იმისათვის, რომ მას მკაფიოდ ავუხსნათ, რომ უკრაინაზე ახალი თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდება“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

 

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის მთავარი მიზანი რუსეთის შემდგომი აგრესიული ქმედებების განხორციელებისგან შეკავებაა.

 

„რუსეთს მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ ზარალს განიცდის აგრესიის ახალი ეტაპის შემთხვევაში“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

 

21 ნოემბერს, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში სწრაფი და ფართომასშტაბური შეჭრისთვის მოსამზადებლად ჯარებსა და არტილერიას აძლიერებს, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეჭრას გადაწყვეტს.

 

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული. 16 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ ფიქსირდება. 18 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner