„საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეწამყვანმა ეკა მიშველაძემ სარჩელი წარადგინა. მიშველაძე სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „პირველი სტუდიის"" გაუქმების შესახებ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.
„ვთვლი, რომ ჩემი გათავისუფლება სამსახურიდან იყო უკანონო. ძალიან მიხარია, რომ იმავეს ფიქრობენ იურისტები და ეს არ არის მხოლოდ ჩემი წარმოსახვის შედეგი. ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს საქმე დასრულდება ჩემი გამარჯვებით, რაც იქნება მაგალითი ყველა ჟურნალისტისთვის, მედიის ყველა წარმომადგენლისთვის და ზოგადად ყველა ადამიანისთვის ქვეყანაში, რომ უსამართლობა ისჯება", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.