მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ორი საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია, საიდანაც ერთ-ერთი ბიუჯეტიდან გაფლანგულ მილიონებს ეხება. პროცესი 2 დეკემბერს, 11:00 საათზეა დანიშნული. შვილების სწავლა, ოჯახისა და მეგობრების მოგზაურობა, ძვირადღირებული პირადი მომსახურება - ამისათვის მიხეილ სააკაშვილს 9 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას და დანაშაულის გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტით დამალვას ედავებიან.
გასაიდუმლოებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ყოფილი პრეზიდენტის პირადი სტილისტის მომსახურება სახელმწიფოს 125 070 ლარი დაუჯდა. წარმოშობით ირანელი ქამალ ალი პიურსატარი, საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა. მას უნაზღაურდებოდა თვითმფრინავის ბილეთებისა და სასტუმროს ხარჯები. საფრანგეთში მოღვაწე სტილისტს, ძირითადად სასტუმრო „კოპალა“ მასპინძლობდა.