logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთს გამჭვირვალობისკენ, დაძაბულობის შემცირებისა და დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ
- +

25 ნოემბერი. 2021. 20:27

 

 

 

რუსეთს გამჭვირვალობისკენ, დაძაბულობის შემცირებისა და დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

„ნატო ფხიზლად რჩება და ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ საკითხებში. ეს არ არის საფრთხე რუსეთისთვის. ნატო ეხმარება უკრაინას აგრესიისგან თავდაცვაში“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

21 ნოემბერს, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში სწრაფი და ფართომასშტაბური შეჭრისთვის მოსამზადებლად ჯარებსა და არტილერიას აძლიერებს, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეჭრას გადაწყვეტს.

 

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული. 16 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ ფიქსირდება. 18 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner