logo_geo
eng_logo
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რომში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას
- +

25 ნოემბერი. 2021. 21:24

 

 

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი და საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრი, ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 25-26 ნოემბერს ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. სხდომები, ევროპის საბჭოს მოქმედი თავჯდომარე ქვეყანის იტალიის რესპუბლიკის მასპინძლობით, რომში გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ იტალიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი რობერტო ფიკო და სენატის პრეზიდენტი მარია ელიზაბეტა ალბერტი კასტელატი. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი, ლუიჯი დი მაიო, იტალიის თავმჯდომარეობის დროს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრებს. ასამბლეა ასევე განიხილავს და მიიღებს კომიტეტების მიერ მომზადებულ რამდენიმე ანგარიშსა და რეზოლუციას. დეპუტატები იტალიაში ვიზიტს 27 ნოემბერს დაასრულებენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner