logo_geo
eng_logo
სლოვაკეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
- +

25 ნოემბერი. 2021. 22:36

 

 

 

როგორც სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 25 ნოემბრიდან 90 დღის განმავლობაში ცხადდება ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 25 ნოემბრის დილის 05:00 საათიდან სლოვაკეთში ძალაში შევიდა ორკვირიანი (9 დეკემბრამდე) შეზღუდვები, ე.წ. ლოკდაუნი.

 

„„ლოკდაუნის“ პერიოდში არ იხურება საბავშვო ბაღები, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები და სწავლა გრძელდება ჩვეულებრივ დასწრების რეჟიმში. მოსწავლეები ვალდებულნი არიან ატარონ პირბადე შენობის შიგნით და აუცილებელია რეგულარული კოვიდ ტესტირება.

 

„ლოკდაუნის“ პერიოდში, დილის 05:00 საათიდან მეორე დღის 01:00 საათამდე დაწესდა შემდეგი შეზღუდვები:

 

იკრძალება ექვს ადამიანზე მეტი მოქალაქეთა შეკრება, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

მოქალაქეთა გადაადგილება დაშვებულია დილის 05:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შემდეგი გამონაკლისების შემთხვევებში: ექიმთან ვიზიტი და ვაქცინაციაზე ან კოვიდ ტესტირებაზე წასვლა; სამსახურში წასვლა (რეკომენდებულია სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია), თანამშრომლებს დასჭირდებათ დამსაქმებლის დადასტურება სამსახურში მისვლისთვის; მგზავრობა სკოლაში/საბავშვო ბაღში და უკან; ოჯახის წევრებზე ან სხვა ნათესავებზე ზრუნვა; შინაური ცხოველების გასეირნება სახლიდან 500 მ მანძილზე, ფერმის ცხოველების მოვლა; ბუნებაში გასეირნება საცხოვრებელი ადგილის რაიონის ფარგლებში; მონაწილეობა დაკრძალვაში, საქორწილო ცერემონიებში და ნათლობის ცერემონიებში; გამგზავრება საზღვარგარეთ;

 

ძირითად საყიდლებზე და მომსახურების მიღებაზე წასვლა – სასურსათო მაღაზიები; აფთიაქები და ასევე მაღაზიები, რომლებიც ყიდიან სამედიცინო აღჭურვილობას, ოპტიკის ცენტრები; სამედიცინო სპა დაწესებულებები, სადაც პაციენტები მკურნალობენ ექიმის რეკომენდაციით; ქიმიკატების მაღაზიები; კვების პროდუქტებისა და რესტორნების მომსახურება მხოლოდ გატანის სერვისით; საგაზეთო ჯიხურები; მაღაზიები, რომლებიც ყიდიან ცხოველთა საკვებს და ვეტერინარულ კლინიკები; მაღაზიები, რომლებიც ყიდიან ფეხსაცმელს და ეზოს აღჭურვილობას; ონლაინ მაღაზიები და სხვა მსგავსი პუნქტები; სატრანსპორტო საშუალების სათადარიგო ნაწილების მაღაზიები, ბუქსირების მომსახურებისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური კონტროლის ცენტრები; სატელეკომუნიკაციო მომსახურების პუნქტები და ენერგო პროვაიდერები (ელექტროენერგია, გაზი, წყალი); საფოსტო ოფისები, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები; სამრეცხაო და ქიმწმენდის მომსახურება; ბენზინგასამართი სადგურები; დამკრძალავი ბიუროები; ტაქსის მომსახურება; ადვოკატები და ნოტარიუსები, გასაღებების, ელექტრომოწყობილობის და სხვადასხვა სახის ტექნიკის შეკეთების მომსახურების პუნქტები; ჯართის შემგროვებელი პუნქტები; ობიექტები, რომლებშიც შესაძლებელია გრძელვადიანი და/ან საკარანტინო მიზნით განთავსება; ღია ბაზრები; მასობრივი ღონისძიებებისთვის საჭირო სივრცეები.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე – www.korona.gov.sk

 

საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ არსებული უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვა და გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის რეკომენდაციები“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner