logo_geo
eng_logo
რუსეთში მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა
- +

26 ნოემბერი. 2021. 00:18

 

 

რუსეთში მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა. გარდაცვლილებს შორის არიან მაშველებიც. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

წინასწარი ცნობებით, შახტში აღარავინ რჩება.

 

კემეროვოს ოლქში მომხდარ ავარიას აფეთქება მოჰყვა. ინციდენტი ქვანახშირის მაღაროში, 250 მეტრის სიღრმეზე მოხდა. შემთხვევის დროს შახტში 285 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ნაწილი ამოიყვანეს. დაშავებულია 50-ზე მეტი პირი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მომხდარის გამო, კემეროვოს ოლქში სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner