logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მინდა სააკაშვილს ავუხსნა, რომ 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს
- +

26 ნოემბერი. 2021. 01:23

 

 

„მინდა სააკაშვილს ავუხსნა, რომ 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილი აცნობიერებს, რომ ციხეში ზის და ეს ხანგრძლივია.

 

„დღეს სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ მასთან პარლამენტარებს არ შეუშვებენ ამ შემთხვევაში პროტესტის რაღაც ფორმებს მიმართავს - არ იმკურნალებს. მინდა ავუხსნა, რომ 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს, განახორციელოს. შიმშილობა, პროტესტი ციხეებში ყოველდღიური ამბავია და ეს ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც ციხეში არის დაგროვილი, შეისწავლოს და განახორციელოს, ამისთვის დიდი დრო აქვს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner