logo_geo
eng_logo
ნოდარ დუმბაძე ნოდარ ახალკაცს: არა უშავს ჩემო ნოდარ, აქაც დუბლები ვართ...
- +

31 ივლისი. 2016. 11:48



ერთ დღესაც ნოდარ ახალკაცს დაურეკეს და უთხრეს, რომ „დინამო" ქართველ მწერლებთან შესახვედრად მიეყვანა. ახალკაცი თავისი მკაცრი რეჟიმით იყო ცნობილი. წინ საპასუხისმგებლო მატჩი ელოდა, არადა, „ზემოდან" დავალებაზე უარის თქმაც არ გამოდიოდა. ამიტომ, ახლკაცმა გამოსავალი მოძებნა და ქართველ მწერლებთან შესახვედრად „დინამოს" დუბლები წაიყვანა.


როცა მაჩაბლის ქუჩაზე მივიდნენ, ახალკაცსა და ფეხბურთელებს მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე გამოეგება. ნოდარ ახალკაცმა მოუბოდიშა - წინ რთული მატჩი მელის და უნდა მაპატიო, დუბლები მოვიყვანეო, რაზეც ნოდარ დუმბაძემ მისთვის ჩვეულ სტილში უპასუხა: „არა უშავს, ჩემო ნოდარ, აქაც დუბლები ვართ, ძირითადი შემადგენლობა, კარგა ხანია, მთაწმინდაზეა..."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner