logo_geo
eng_logo
მედია: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გამო, საგანგებო სხდომას გამართავს
- +

26 ნოემბერი. 2021. 02:00

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შეშფოთებულები არიან, რადგან პირველად სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში დაფიქსირებული შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.

 

გამოცემის  ცნობით, სამხრეთ აფრიკის ეპიდემიების პრევენციის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ ის უკვე ესაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტებს და უთხრა, რომ სამხრეთ აფრიკის გაუტენგის რეგიონში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების 90 პროცენტი სწორედ ახალ ვარიანტს წარმოადგენს.

 

გამოცემის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გამო, საგანგებო სხდომას გამართავს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner