logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი თავისი განცხადებებით პოლიტიკურ მოთამაშედ გვევლინება
- +

26 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

 

„სახალხო დამცველი უნდა გაუფრთხილდეს თავისი ინსტიტუტის სახელს. თუ მას მართლაც უნდოდა რომ დაეცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და თავისი მანდატიც, ძალიან მკაცრი მითითება უნდა მიეცა უკრაინის ომბუდსმენისთვის, რომელმაც აბსოლუტურად გადაუსვა ხაზი თავის მანდატს, სიც გავიდა ფარგლებს გარეთ და დაიწყო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და სააკაშვილის წამებაზე საუბარი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, ნებისმიერ ომბუდსმენის მანდატი მკაცრად შემოიფარგლება თავისი ტერიტორიით და მის იქით მას არ აქვს არავითარი უფლება.

 

„სახალხო დამცველმა დაიმსახურა შექება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, თუ მას ეს ამპლუა მოსწონს, შეიძლება იამაყოს კიდევაც. სახალხო დამცველი ხშირად გადადის ხოლმე თავის მანდატს. დღეს მან რა განცხადებაც გააკეთა მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე, აბსოლუტურად იყო აცდენილი სამართლებრივ სივრცესაც და სახალხო დამცველის მანდატსაც. საბჭოთა კავშირში პროკურატურას ჰქონდა კანონზე საერთო ზედამხედველობა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ სახალხო დამცველმა გადაწყვიტა რომ ეს ფუნქცია შეითვისოს. სად ირღვევა ადამიანის უფლება, რაზეა საუბარი. რა შუაშია მოსამართლეების დანიშვნის წესთან სახალხო დამცველი აბსოლუტურად გაუგებარია. სახალხო დამცველი თავის მანდატს აცდენილია და თავისი განცხადებებით პოლიტიკურ მოთამაშედ გვევლინება “, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner