რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი საავტომობილო გზაზე ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.