logo_geo
eng_logo
ბათუმის საკრებულო დღეს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს, ოპოზიცია კი სხდომის ჩაშლას აანონსებს
- +

26 ნოემბერი. 2021. 10:55

 

 

 

ბათუმის საკრებულო დღეს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს, ბიუჯეტის პროექტს კი მოქმედი საკრებულო უყრის კენჭს.

 

სხდომა 11 საათზე დაიწყება და სავარაუდოდ ხმაურიც იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ სხდომის ჩაშლას აანონსებენ. როგორც მათ ორი დღის წინ განაცხადეს - თუ საკრებულოს ძველი შემადგენლობა შეეცდებოდა მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდებოდნენ.

 

ფიზიკური დაპირისპირება იყო გუშინ ბიუროს სხდომაზე, სადაც პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.

 

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, საკრებულოს ძველ შემადგენლობას არ აქვს მორალური და პოლიტიური უფლება, რადგან ის არალეგიტიმურია.

 

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ ბიუჯეტის დამტკიცება ხდება კანონის ფარგლებში და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ უფლებას, ჩაშალოს სხდომა და გააჩეროს ქალაქი.

 

თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა არ ჰყავს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner