ეუთო, ევროპის საბჭო და ამერიკის შეერთებული შტატები ერევანში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ.
მათ დემონსტრაციის დასაშლელად პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ფაქტებზე შეშფოთება გამოთქვეს.
„სომხეთში მიმდინარე პროცესებს შეშფოთებით ვადევნებ თვალს, სადაც უკვე რამდენიმე დღეა შეიარაღებულ დაჯგუფებას პოლიციის განყოფილებაში მძევლები ჰყავს აყვანილი. მინდა შეგახსენოთ, რომ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობა მოქმედებს, ყველა პრობლემა დემოკრატიული პრინციპებისა და ნორმების სრული დაცვით პოლიტიკუსი დიალოგის მეშვეობით უნდა გადაწყდეს", - ნათქვამია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბორნ იაგლანდის განცხადებაში.
იაგლანდმა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ამ სახიფათო მდგომარეობისთვის წერტილის დასმისკენ და დემოკრატიული გზების გამოყენებისკენ მოუწოდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომხეთის ხელისუფლებას ადამიანის სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის უფლების განხორციელება სთხოვა, თავის მხრივ აქციის მონაწილეებს კი თავშეკავებულობისკენ, ნაკლები აგრესიისა და დაპირისპირების მცდელობისკენ მოუწოდა.
ეუთო-ს წარმომაგენლების განცხადებით სომხეთში საზოგადოებრივი წესრიგი უნდა აღდგეს.