logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ლუცენკომ მოიყვანა ფაქტები, რომლითაც დგინდება, რომ ნაპრეზიდენტალს უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი
- +

26 ნოემბერი. 2021. 12:30

 

 

„სააკაშვილი უდიდესი ვირეშმაკა, ფულისა და საკუთარი განდიდებისთვის ყველაფრის მკადრებელი სუბიექტი რომ არის, ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ი. ლუცენკომ!“ - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

 

როგორც გვენეტაძე ამბობს, სააკაშვილს უკრაინაში საკმაოდ მძიმე ბრალდებები აქვს, რის გამოც მათი კანონმდებლობით უმკაცრესი სასჯელი ელოდება. სწორედ ამ მიზეზით ჩამოვიდა საქართველოში.

 

„სააკაშვილი უდიდესი ვირეშმაკა, ფულისა და საკუთარი განდიდებისთვის ყველაფრის მკადრებელი სუბიექტი რომ არის, ეს წუხელის კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ი. ლუცენკომ! მან მოიყვანა ფაქტები, რომლითაც დგინდება, რომ ჩვენთან ნაპრეზიდენტალს უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინის სახელმწიფოს წინაშეც! ჯერ ერთი მას ელემენტარული კაცობაც კი არ გააჩნია! ამის დამადასტურებელია, ამ შუბლისძარღვის საერთოდ არმქონემ ბოლომდე „იპადლეცა“ და ომი გამოუცხადა მის უკრაინაში ჩამყვანს, თავშესაფრის და მოქალაქეობის მიმცემს და როგორც თავიდან იძახდა მის სტუდენტობისდროინდელ მეგობარ პ. პოროშენკოს! როგორც ირკვევა ეს გაიძვერა, გაქნილი ფულისმკეთებელი პოლიტაფერისტი უკრაინაში საკმაოდ მძიმე საქმეებშია ბრალდებული და იმსახურებს იქაური კანონმდებლობითაც უმკაცრეს სასჯელს! ამიტომაც გამოიპარა უკრაინიდან და შემოიპარა აქ, სადაც ჩააყუდეს! ჩაყუდებით გაოგნებული და ჭკუაზე სრულად ვერ მყოფი, ახლა მცირეწლოვანი ბავშვივით ტირის, მოთქვამს, ბღავის და თავის მრავალრიცხოვან ცოლებს ეხვეწება გამიყვანეთ აქედან და მიშველეთო! ამრიგად ეს სუბიექტი მკაფიოდ ადასტურებს იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს არა მარტო პოლიტიკოსი, არამედ საერთოდ ადამიანი!“ - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner