ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე ეხმიანება უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ინტერვიუს, სადაც მიხეილ სააკაშვილზე ვრცელ განცხადებებს აკეთებს.
„აკაკის უთხრეს - რა კარგია, შენმა ნათლულმა რამდენიმე უცხო ენა შეისწავლაო - რას ამბობთ, რა არის კარგი? მანამდე მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, რომ სულელი იყო, ახლა სხვებიც გაიგებენო... ასეა მიშიკოს საქმეც - მანამდე ჩვენ ვიცოდით, რა სისტემა შექმნა და როგორი ორმაგი სტანდარტებით მართავდა ქვეყანას, 2013 წლის შემდეგ მთელ მსოფლიოს გააგებინა, თუ როგორი თაღლითი ავანტიურისტია“, - წერს ქადაგიძე.