ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდერ დე კროს განცხადებით, ქვეყანაში კოვიდვითარება იმაზე სავალალოა, რა მოლოდინიც ჰქონდათ. მისი თქმით, გასული კვირის მაჩვენებლების კვლევების მიხედვით, ინფიცირების ტალღა „ყველაზე პესიმისტურ პროგნოზებს სცილდება“.
„გასულ კვირაში მიღებული შედეგების გაანალიზებით, ვითარება საგრძნობლად გაუარესებულია. მდგომარეობა არ შეცვლილა მას შემდეგაც კი, რაც მთავრობამ კოვიდრეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნა მან.
ცნობილია, რომ ბელგიის მთავრობა დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება არსებული რეგულაციების განხილვისა და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების მიზნით.