ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველს მიმართავს:
„ცენტრალური საარჩევნო კომისია გაცნობებთ, რომ შაბათკვირას, 3031 ივლისს, 10:00 სთდან 17:00 სთმდე იმუშავებენ იუსტიციის სახლის ფილიალები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია-ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ რეგისტრაცია იმისათვის, რომ 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითების საფუძველზე.
საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, - გაიაროთ რეგისტრაცია 1 აგვისტომდე", - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვაში.