logo_geo
eng_logo
ცესკო ამომრჩეველს მიმართავს
- +

31 ივლისი. 2016. 13:04



ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველს მიმართავს:


„ცენტრალური საარჩევნო კომისია გაცნობებთ, რომ შაბათ­კვირას, 30­31 ივლისს, 10:00 სთ­დან 17:00 სთ­მდე იმუშავებენ იუსტიციის სახლის ფილიალები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია-ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ რეგისტრაცია იმისათვის, რომ 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითების საფუძველზე.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, - გაიაროთ რეგისტრაცია 1 აგვისტომდე", - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვაში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner