დღეს, საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.
ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 254 047 400 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის საწყის ბიუჯეტს 103 მილიონი ლარით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის მოქმედ ბიუჯეტს 49 მილიონ ლარზე მეტით.
ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წარადგინა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება:
არჩილ ჩიქოვანის თქმით, ფინანსური დოკუმენტი სრულად შეესაბამება მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ პრიორიტეტებს.
„2022 წლის ბიუჯეტში ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ყველა ის პროექტი, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.
პრიორიტეტების მიხედვით ჩვენ შევძლებთ ბათუმისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებასა და ქალაქის სწორ განვითარებას“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.